კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyberlab.geდღეისათვის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნების ელექტრონული ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT-GOV-GE) და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით, შეიქმნა კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი
www.cyberlab.ge.
პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერ ინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში.
დისტანციურ პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები ეხება შემდეგ საკითხებს:
• კრიპტოგრაფია;
• რეალური ინციდენტების მავნე კოდის ანალიზი;
• რეალური სერვერების კიბერ ინციდენტების ლოგ ფაილების ანალიზი;
• რევერსიული ინჟინერია;
• ქსელური ნაკადების ანალიზი;
• კიბერ ანალიტიკა.
პორტალის შექმნის სამუშაოები მხარდაჭერილია ევროკომისიის EaPconnect-ის პროექტის მიერ.